სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქი ექიმების ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური თურქი ექიმების ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.

მისივე განმარტებით, ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ჯერ კიდევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფება.

„ჯერჯერობით ისევ ისეა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მიუხედავად ამისა, როგორც ექიმები ამბობენ, ჯერ მისი გამოღვიძება ადრეა. ჯერჯერობით ისევ მართვით სუნთქვაზეა, დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ასე ჯობს იყოსო, როგორც ექიმებმა თქვეს“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. საქართველოდან გადაყვანის შემდეგ, მას საზღვარგარეთ ქირურგიული ოპერაცია აღარ ჩატარებია.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100