სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს დავით კირკიტაძეს პოლიციელის მიმართ ძალადობას ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება პოლიციელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“ - განმარტეს უწყებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100