სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 წლის დაღესტნელი გოგონა „აღიარებს“, რომ მისივე სურვილით... აუპატიურებდნენ

მოულოდნელად შემოტრიალდა 13 წლის დაღესტანელი გოგონას საქმე, რომელიც მოზარდთა ჯგუფმა გაიტაცა და სამი დღის მანძილზე მასზე ძალას ხმარობდნენ. აღნიშნული საქმის გამოძიება , რომელმაც მთელი რესპუბლიკა ფეხზე დააყენა, შესაძლოა შეწყდეს, დამნაშავეები კი, რომელთა ვინაობაც დიდი ხანია ცნობილია, შესაძლოა დაუსჯელნი დარჩნენ. დაზარალებულმა ზალინა აიუბოვამ, მოულოდნელად შეცვალა ჩვენება და საგამომძიებლო კომიტეტი იძულებული გახდა, საქმე სხვა გზით განეხილა.

ზალინა 2010 წლის იანვარში, ჰასავიურტში გაიტაცეს. ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ მუჰამედ ლაბაზანოვი, კამრან ზუბაევი, რინატ ბაიბატიროვი, ასევე, ძმები ჰასიმ ჰასიმოვი და შამილ ჰასიმოვი, რომლებიც ადგილობრივი მილიციელის ვაჟები არიან, გოგონას სამი დღის განმავლობაში სცემდნენ და მასზე სექსუალურად ძალადობდნენ.

14 წლის მოზარდების მხეცურმა ქცევებმა დაღესტანში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გოგონას პოვნა და მისი გადარჩენა სასწაულის საშუალებით მოხდა. მოსახლეობის ყურადღება იმ ფაქტმაც მიიპყრო, რომ მთავარი მოძალადე არ დაუკავებიათ. დაღესტანში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, საქმის გასაკონტროლებელი ბერკეტები კი რესპუბლიკის პრეზიდენტმა აიღო ხელში.

საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდებოდა და გამომძიებლები სასამართლოში საქმის განსახილველად მზად იყვნენ, როცა უეცრად გოგონამ საკუთარი ჩვენება შეცვალა. 13 წლის გოგონა ახლა აცხადებს, რომ ყოველივე მისი სურვილისამებრ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, მთავარი საქმე დაღესტანში არსებულ რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტს გადაეცა. ამ ფაქტამდე, კი დაზარალებულის მამამ მიმართვა გაგზავნა დაღესტანის პროკურორთან და პრეზიდენტთან თხოვნით, რომ აღნიშნული საქმე საფუძვლიანად გამოეძიებინათ, რადგან მისი აზრით რამდენიმე მთავარი დამნაშავე დაუსჯელი რჩებოდა.

ახალგაზრდა მოძალადეებმა, სამედიცინო დაწესებულებიდან მომავალი გოგონა გაიტაცეს. სამედიცინო დაწესებულებაში კი გოგონა სხვა თანასკოლელებთან ერთად სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად გაგზავნეს. უკანა გზაზე, იგი თავის ყოფილ კლასელს, შამილ ჰასიმოვსა და მის მეგობრებს შეხვდა გოგონა ჰასიმოვის მეგობრებს არ იცნობდა. ყოფილმა კლასელმა გოგონას მათთან ერთად წასვლა შესთავაზა და დაპირდა, რომ შემდეგ სახლში გააცილებდა. როდესაც ზალინამ უარი უთხრა, შამილი დაემუქრა: „შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი რამ დაგემართება“. ზალინას თქმით, შამილი მის რაიონში თაღლითობით იყო სახელგანთქმული – იგი სკოლიდანაც კი გააგდეს.

მოზარდებმა ძალით წაიყვანეს გოგონა და ადგილობრივი ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატარა ოთახში ჩაკეტეს. თავდაპირველად მასზე ძალა მუჰამედ ლაბაზანოვმა იხმარა. შემდეგ გოგონა ადგილობრივ სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც კვლავ სექსუალურად ძალადობდნენ მასზე. ბოროტმოქმედებმა აღიარებით ჩვენებაში ისიც კი აღნიშნეს, რომ გოგონა მათ არ ემორჩილებოდა. იგი ყვიროდა და შველას ითხოვდა. თავდაცვას სცდილობდა, მაგრამ ყოველივე უსაფუძვლო გამოდგა.

ამის შემდეგ, გოგონა ერთ–ერთ დაუსრულებელ შენობაში გადაიყვანეს, სადაც კვლავ ძალას ხმარობდნენ მასზე და ყოველივეს მობილური ტელეფონის საშუალებით იღებდნენ. შამილს კი მისი თანამძრახველები ფულს უხდიდნენ, გოგონაზე სექსუალური ძალადობის განსახორციელებლად. თავდაპირველად 150, შემდეგ კი 200 რუბლს. მიტოვებული შენობის შემდეგ, გოგონა კვლავ იმ ჯიხურში წაიყვანეს, სადაც თავდაპირველად ჩაკეტეს.

მესამე დღეს, დილის საათებში, მოძალადე ჰასიმ ჰასიმოვი ზალინას დედას დაუკავშირდა და შეხვედრა დაუნიშნა. მან მოითხოვა, რომ დაზარალებულის დედას მილიციისთვის არ მიემართა. იმ დროისათვის, მადინა აიუბოვა, ახლობლებთან ერთად მთელ ქალაქში ეძებდა ქალიშვილს, მაგრამ უშედეგოდ.

ჰასიმის ზარის შემდეგ, მან მაინც გადაწყვიტა მილიციისთვის მიემართა. ამის შემდეგ იგი დათქმულ ადგილზე წავიდა და ქალიშვილი გონდაკარგული იპოვა. გატაცების მომენტიდან, სამი დღის განმავლობაში, გოგონას არც საკვები და არც წყალი არ მიუღია. ამასთანავე მას განუწყვეტელი დამცირებისა და ძალადობის ატანა უწევდა.

ამის შემდეგ, კანონდამრღვევბი დააპატიმრეს და საქმე აღძრეს მათ წინააღმდეგ. ერთ–ერთი ეჭვმიტანილის დედამ კი დაზარალებულის ოჯახს, 600 ათასი რუბლი შესთავაზა სარჩელის გასატანად და იმასაც კი დაჰპირდა, რომ ზალინას თავის ვაჟზე დააქორწინებდა. უარყოფის შემდეგ კი დაემუქრა დაზარალებულს, რომ ყოველივეს საკუთარი კავშირებით მოაგვარებდა. ზალინას დედა თვლის, რომ მისი გოგონა არ არის ერთადერთი, რომელიც დამნაშავეთა ჯგუფის მსხვერპლი გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100