სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატახტარის ლიმონათის დროის მანქანა - ორიგინალური საჩუქარი მოზრდილ თაობას!

პირველი ასოციაცია, რაც ახალ წელს უკავშირდება? - ეს ბავშვობაა! ნატახტარის ლიმონათმა კვლავ ორიგინალურად განიზრახა მომხმარებლისთვის ახალი წლის მილოცვა.

ყველაფერი ასე დაიწყო: კომპანიაში დაფიქრდნენ იმაზე, თუ ყველაზე მეტად რა ასოცირდებოდა ახალ წელთან. პასუხი იყო ერთადერთი და ცხადი - ბავშვობა! და მაინც, როგორი იყო ახალი წელი 20-30 ან უფრო მეტი წლის წინათ? „ნატახტარის ლიმონათის“ წარსულში მოგზაურობის მანქანამ, სადაც ყველა მომხმარებელს შეეძლო თავისი ბავშვობის ათწლეულის მნიშვნელოვანი კადრების ნახვა, უპასუხა ამ კითხვას და ყველა „მგზავრი“ ბავშვობაში დააბრუნა.

ნინო სურმავა, კომპანია ნატახტარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: "დიდიბი საქართველოსთან" და ბავშვებთან ერთად, ვიმსჯელეთ იმის თაობაზე, თუ რა სიუპრიზი გაგვკეთებინა საახალწლოდ მომხმარებლისთვის. ახალი წელი ხომ კეთილი ჯადოქრობის პერიოდია და ჩვენც გვინდოდა ამ ჯადოქრობაში მონაწილეობის მიღება.

ყველანი ხომ ბავშვობიდან მოვდივართ და რაც უფრო შორდები მას, მით მეტად გენატრება განვლილი წლები. სწორედ ამის გამო, „ნატახტარის ლიმონათმა“ წარსულში სამოგზაურო მანქანა შექმენა და ის „თბილის მოლში“ განათავსა. ადგილზე მისულ და დროის მანქანაში მოხვედრილ მომხმარებელს კი ბავშვობის ათწლეულის მნიშვნელოვანი კადრებისთვის თვალის გადავლება შეეძლო, ბოლოს კი ეპოქის დამახასიათებელ ფოტოსურათთან ერთად დასაჩუქრებული ტოვებდა ჩვენს მანქანას.

იმედია, გამოგვივიდა და მიზანსაც მივაღწიეთ.

„ყველაფერი იწყებოდა და იწყება ამ დღის მოლოდინით. მიდის და მიდიოდა გამალებული მზადება, მერე კი, ბოლოსდაბოლოს, დგება ან დგებოდა სანატრელი საახალწლო ღამე. თითქმის ყველაფერი ისევე იყო, როგორც ახლა, მაგრამ ახლა გავიზარდეთ და ის განწყობა, ის შეგრძნებები გაქრა. ის განსაკუთრებული აღმაფრენა და ისეთი ამაღლებული განწყობა, როგორც წარსულ წლებში ანუ ბავშვობაში ვგრძნობდით, სამწუხაროდ აღარაა. გადავწყვიტეთ, განსაკუთრებული საჩუქარი მიგვეძღვნა ძველი თაობისთვის და ის შეგრძნებები გაგვეხსენებინა, რაც მათ ბავშვობაში გააჩნდათ. ძალიან ბედნიერები იყვნენ - ეს ყველაფერი მათ სახეებზე იგრძნბოდა. წარსულში დაბრუნება - გვახალისებს. მიზანს მივაღწიეთ. ეს იყო ის თაობა, რომლებიც ახალი წლის მოახლოებას იმ შეგრძნებებითა და მუხტით ვეღარ გრძნობს. ჩენ მათ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვაგრძნობინეთ და გავახსენეთ“ - გვითხრა კომპანია "დიდიბი საქართველოს“ კრეატიულმა დირექტორმა ბაჩო მებურიშვილმა.

https://www.facebook.com/Natakhtari.Lemonade/videos/965336960194756/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100