ანზორ ბიწაძე გათავისუფლებულია
ნინო ბურჯანაძისა და ბადრი ბიწაძის შვილი, ანზორ ბიწაძე გათავისუფლებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს–ს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, შოთა ხიზანიშვილი ადასტურებს.
ანზორ ბიწაძე დაახლოებით სამი საათის წინ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში დააკავეს. დაკავებისას იქვე იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძე, რომელმაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, დაკავებულებს შორის არ არიან ბადრი ბიწაძე და ირაკლი ბათიაშვილი.
კომენტარი