სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ზეწოლის ფაქტების გამო წუხილს გამოთქვამს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის შემაჯამებელ სესიაზე მიიღო რეზოლუციის საბოლოოდ დოკუმენტი.

დელეგატების გადაწყვეტილებით ამ რეზოლუციაში ჩაიდო ახალი პუნქტი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და თვითმართველობებზე ზეწოლის ფაქტებზე.

დოკუმენტში წერია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს წუხილს, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც დელეგატებს აქვთ და რომელიც ეხება ზეწოლის ფაქტებს ადგილობრივ თვითმართველობის ინსტიტუტებზე და განსაკუთრებულად საქართველოს საზოგადოებივ მაუწყებელზე.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში არ იყო ეს პუნქტი დაფიქსირებული, თუმცა შემდეგ დელეგატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მასში ჩაესვათ სპეციალური პუნქტი.

დამატებულ პუნქტში წერია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას თავი მოარიდონ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს.

რეზოლუციის დამატებითი პუნქტის ერთ-ერთი ავტორი ლუჩიო მალანი, ამბობს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური შემოწმება შეშფოთებას იწვევს და ის ამბობს, რომ დელეგაციის წევრები აუცილებლად ჩავლენ საქართველოში და პირადად გაეცნობიან იმ ვითარებას და მდგომარეობას თუ რა ხდება საქართველოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100