სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის „მე-9“ არხმა სატელევიზიო ტექნიკა რუსეთიდან, ლარსის გავლით შემოიტანა

ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიისთვის განკუთვნილი ტექნიკით დატვირთულმა სატვირთომ, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, გუშინ, დაახლოებით სარამოს ათ საათზე ლარსის საბაჟო პუნქტი გადმოკვეთა. ე.წ. ტრაილერს ორი ჯიპით "მე-9 არხის" თანამშრომლები აცილებდნენ. როგორც „ინტერნეტ.ჯი.“ იტყობინება, ტელევიზიის ოპერატორები იღებდნენ "მე-9 არხის" აპარატურით დატვირთული სატვირთოს გადაადგილებას. ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე გადამღები ჯგუფის სტატუსით იმყოფებიან. მათი თქმით, ლარსის საბაჟო პუნქტზე სატვირთო მანქანა უფრო დიდხანს შეაყოვნეს, ვიდრე ამას პროცედურა ითვალისწინებდა, მაგრამ საერთო ჯამში, ტექნიკა შეუფერხებლად მივიდა დანიშნულების ასდგილამდე: რუსეთში შეძენილი სატელევიზიო ტექნიკა, სავარაუდოდ, დღეს გადმოიტვირთება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100