სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 თებერვალს ქუთაისში წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ფოთშიც, დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მესტიაში თოვლი და -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, მოსალოდნელია თოვლი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. +6 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსი იქნება. გორში წვიმა და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. გუდაურში დღისით თოვლი და +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი აერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდები. გურჯაანში მზიაანი დღეა ნავარაუდები. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც უნალექოდ ჩაივლის დღე. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100