სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კარგი იქნება „სამი მუშკეტერი“ პოლიტიკიდან ისევ მედიცინაში გადავიდეს – გიორგი ფხაკაძე

„გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძისა და ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცხარე დებატებს „პრაიმტაიმთან“ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, „დამსახურებულ სპეციალისტ“ თენგიზ ცერცვაძეს პოლიტიკოსთან დებატებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, რადგან ამით პოლიტიკური პარტიის რეიტინგი მაღლა ასწია. აქვე, ფხაკაძე ამბობს, რომ ცერცვაძე პოლიტიკური ფიგურა გახდა, რაც სამწუხარო ფაქტია.


„ბატონი ცერცვაძე არის დამსახურებული სპეციალისტი, მაგრამ არის დრო, როცა ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გადავიდეს პენსიაზე, ან ჩაერთოს მხოლოდ აკადემიურ საქმიანობაში. სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ფიგურა გახდა.

მე, გიორგი ფხაკაძე დებატებში ჩემზე უფრო დაბალ პროფესიონალთან, სპეცალისტთან მონაწილეობას არასდროს მივიღებ. უკაცრავად, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკოსი ჯაფარიძე და ჯანდაცვის ექსპერტი ცერცვაძე. ვერ მივხვდი, რატომ ჩატარდა ეს ე.წ სატელევიზიო დუელი. კარგი იქნებოდა, ცერცვაძე თავის აკადემიურობას და სამედიცინო საკითხს დაუბრუნდეს. ნაკლებად გააკეთოს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, რომელსაც ხშირად ამბობს“, – ამბობს ფხაკაძე.

როგორც ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, ცერცვაძე სამედიცინო პრეპარატს არეკლამებს, რითაც ეთიკის ნორმებს არღვევს.


ინდოეთი, რომელიც ამ წამლის ყველაზე დიდი მომხმარებელი და მწარმოებელი იყო, 17 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხმარებიდან ამოეღო.

კარგი იქნება „სამი მუშკეტერი“ პოლიტიკიდან მედიცინაში თუ გადავა. საჯარო პირებმა საკუთარი საუბარი უნდა აკონტროლონ. ბატონ ცერცვაძესთან დებატებში არ შევალ, რადგან მან ეთიკის კოდექსი დაარღვია, რომლის დაცვაც ექიმს ევალება. მესმის კოლეგიალურობა, მაგრამ საზღვრები არ უნდა გადაკვეთოს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100