სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი თანახმაა და პირობას დებს, მედვედევს კი ის „ყველაზე ჭკვიანი რუსი პოლიტიკოსი“ ჰგონია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი "მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა რუსეთი განვითარდეს, ადამიანების ცხოვრება კი გაუმჯობესდეს".
ამის შესახებ მან პარტია "ედინაია როსიას" ყრილობაზე განაცხადა და თანაპარტიელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ დარბაზში იმყოფება. მინდა, მადლიერების სიტყვებით მივმართო რუსეთის ყველა მოქალაქეს და მათ, ვინც იმის მხარდამჭერია, რასაც ვაკეთებთ და რასაც თქვენი მონა-მორჩილი გააკეთებს და და მათაც, ვისაც რაღაცაში ეჭვი ეპარება", - განაცხადა პუტინმა.

ამავე დროს, მან მინიშნებები არც „ზოგიერთების“ მიმართ დაიშურა და განაცხადა, რომ „ზოგიერთებმა უმჯობესია, ფული არა რუსეთის შიდა საქმეებში ჩასარევად, არამედ საგარეო ვალების გასასტუმრებლად დახარჯონ“.

პუტინის გამოსვლამდე ყრილობაზე მოქმედი პრეზიდენტი გამოვიდა. დიმიტრი მედვედევმა ყველას ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იგი „ყველაზე ჭკვიანი რუსი პოლიტიკოსია“. მედვედევის ამ შეფასებას ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ "ედინაია როსიას" ყრილობამ, რომელსაც 10.000 კაცი ესწრებოდა, ვლადიმირ პუტინი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დღეს დაასახელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100