2 თვის დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება
გვანცა გეგუჩაძე შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს. 2 თვის დაჩის ოპერაციისთვის საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ახალგაზრდა ქალი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,მეგობრებო ვინც პირადად მიცნობთ იცით, რომ ყველაზე მეტად ფულთან მიმართებაში ვარ ძალიან მორიდებული, ასევე, ზოგიერთმა თქვენგანმა იცით დაჩის მდგომარეობა და დაგვეხმარეთ კიდეც, რის გამოც დიდ მადლობას გიხდით. მაგრამ ახლა ის შემთხვევა მაქვს, ყველანაირ მორიდებას უნდა გადავაბიჯო...
ჩემს დაჩის ესაჭიროება ოპერაცია გულზე, რომელიც ჯდება 50000 იუანი (25000 ლარი). გულს არ მიეწოდება სისხლი კარგად და არ ყოფნის ჟანგბადი, რომ ისუნთქოს, რის გამოც უყენია ჟანგბადის ბალიში რომ მიეწოდოს საკმარისი ჟანგბადი. დიაგნოზი: გულის თანდაყოლილი დაავადება, პარკუჭოვანი სეპტალური დეფექტი. რეანომობილით გადმოგვიყვანეს გუშინ საღამოს საავადმყოფოში, 2 დღის ფული მხოლოდ რეანიმაციაში ყოფნის და გამოკვლევების გადავიხადეთ 7000 იუანი (პოსტში დავურთავ ფოტოებს) ვისაც გაქვთ საშუალება მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ დარიცხოთ თანხა. აქვე დავკონკრეტდები რეანიმაციაში ყოფნის თანხა ჯერჯერობით გვაქვს. გვჭირდება ოპერაციის ფული", - წერს გვანცა გეგუჩაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ბანკი: GE66BG0000000519946200
თიბისი ბანკი ლარის ანგარიში: GE78TB7008536515100003
თიბისი ბანკი დოლარის ანგარიში: GE19TB7008536615100014
მიმღები: გვანცა გეგუჩაძე
მეგობრებო ვინც პირადად მიცნობთ იცით, რომ ყველაზე მეტად ფულთან მიმართებაში ვარ ძალიან მორიდებული,ასევე ზოგიერთმა...
Posted by Gvantsa Zhou on ხუთშაბათი, 10 დეკემბერი, 2020
კომენტარი