რუსეთის პატრიარქის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილია II რუსეთში მიემგზავრება
რუსეთის პატრიარქის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილია II რუსეთში მიემგზავრება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მაია გაგუამ განუცხადა.
"საქართველოს პატრიარქი რუსეთში კირილეს 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიდის. გამზგავრება ნოემბრის ბოლოს იგეგმება, ჯერჯერობით ზუსტდება თარიღი, რომელსაც აუცილებლად გაავრცელებს საპატრიარქო", - აღნიშნა გაგუამ.
პატრიარქი მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილსა და სხვა პირებს შეხვდება.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე პირველი 1946 წლის 20 ნოემბერს დაიბადა.
კომენტარი