სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შარშან ამ დროს 2 თვალი მქონდა, დრო რომ დაბრუნდეს მე ისევ აქ ვიქნებოდი" - გიორგი სულაშვილის ემოციური მიმართვა

რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან 20 ივნისის ღამეს დარბევის შედეგად დაზიანებული ადამიანებიც.

გიორგი სულაშვილი, რომელმაც დარბევისას თვალი დაკარგა, აცხადებს, რომ ის 20 ივნისს ოკუპაციას აპროტესტებდა და პოლიციელებს უნდა რცხვენოდეთ რაც მას ამის გამო დამართეს.

"ერთი წლის შემდეგ მე ისევ აქ ვდგავარ და აქ ვიდგები, რადგან მე მტკივა ჩემი ქვეყნის ოკუპაცია.შარშან ვაპროტესტებდი გავრილოვის ჩამოყვანას, რასაც მოყვა ის ყველაფერი, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა. მინდა მაღალჩინოსნებს ვუთხრა, რომ გრცხვენოდეთ თქვენი ჩადენილი საქციელის.
თუ ვინმეს უნდა გავრილოვისთვის ბოდიშის მოხდა მივიდეს მოუხადოს, მაგრამ ქართველი ერი ბოდიშს არ მოუხდის. შარშან ამ დროს 2 თვალი მქონდა. სადღაც 10 საათისთვის დავკარგე ერთი თვალი. საშინელი შეგრძნება და საშინელი გასახსენებელია პოლიციელების დაუნდობელი საქციელი. დრო რომ დაბრუნდეს მე ისევ აქ ვიქნებოდი" - განაცხადა გიორგი სულაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100