სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რას წარმოვიდგენდი, თუ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იქნებოდა...გთხოვ, მიყურე სამოთხიდან და ძალა მომეცი ჩემო ძმაო" - ლებრონის ემოციური გამომშვიდობება კობი ბრაიანტთან

ასე ემოციურად ემშვიდობება ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მის მეგობარს, კობი ბრაიანტს:

„მზად არ ვარ, მაგრამ შევეცდები. ვზივარ და ვცდილობ რაიმე დავწერო, მაგრამ ყოველ ჯერზე ტირილს ვიწყებ და უბრალოდ მეფიქრება შენზე, პატარა ჯიჯიზე და ჩვენს მეგობრობასა და ძმობაზე, რომელიც გვქონდა. შენი ხმა ბოლოს კვირას დილით მოვისმინე, სანამ ფილადელფიიდან ლოს-ანჯელესისკენ გავეშურებოდი.

ერთი წამითაც კი არ მიფიქრია, რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იქნებოდა. რა ჯანდაბაა! უბრალოდ გულგატეხილი და განადგურებული ვარ, ძმაო! ღმერთო, ძალიან მიყვარხარ, დიდო ძმაო! ჩემი გული ახლა ვანესასთან და ბავშვებთანაა. გპირდები, რთული იქნება, მაგრამ ძალებს მოვიკრიბავ და შენს საქმეს გავაგრძელებ. აქ ყველას ძალიან გვიყვარხარ, განსაკუთრებით „ლეიკერსში“ და ჩემი ვალდებულებაა, რომ ყველაფერი ზურგზე ავიკიდო და სვლა გავაგრძელო.

გთხოვ, მიყურე სამოთხიდან და ძალა მომეცი. კიდევ ძალიან ბევრის თქმა მინდა, მაგრამ არ შემიძლია, რადგან ვერ ვიაზრებ ყველაფერს. შეხვედრამდე, ჩემო ძმაო!“ - წერს ჯეიმსი „ინსტაგრამის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100