სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრინცმა ჩარლზმა პირველად ისაუბრა პრინცესა დიანასთან თანაცხოვრების შესახებ

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ყვითელმა პრესამ გააჟღერა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პრინცი ჩარლზი თავის მეუღლესთან, კამისლასთან დაშორებას აპირებს., თუმცა ამ ამბავთან დაკავშირებით სამეფო ოჯახი კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს.

ამასთან, პრინცმა ჩარლზმა მოულოდნელად გადაწყვიტა, პრინცესა დიანასთან ოჯახის შექმნასა და ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ესაუბრა. როგორც ირკვევა, ტახტის მემკვიდრისთვის დიანაზე დაქორწინება ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო ნაბიჯი იყო მის ცხოვრებაში:
"მე ჩემი ქორწინებისგან თავის დაღწევა მინდოდა, რადგან ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რომ საშინელი პერსპექტივის წინაშე ვიყავით".
სწორედ ასე აღწერს თავისი შვილების დედასთან თანაცხოვრების მომენტებს ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც 4 ნოემბერს იგეგმება, პრინც ჩარლზის დაბადების დღის წინ.
მან ასევე ისაუბრა პრინცესა დიანას შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებებზე და აღნიშნა, რომ თავის ვაჟებს არ მოეწონებოდათ, თუ ის მონაწილეობას მიიღებდა ამ ფილმში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100