20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ნუ დაიტვირთავთ თავს რთული და რუტინული საქმეებით. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას, ფლირტს, შემოქმედებას.
კურო
გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოულოდენელი სტუმრები განწყობას გაგიუმჯობესებენ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
ტყუპი
იყავით მეტად დიპლომატიური. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საყვარელ ადამიანთან. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.
კირჩხიბი
დასვენების, დღის საოჯახო წრეში გატარების დღეა. საყიდლები განწყობას გაგიუმჯობესებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.
ლომი
საშუალება მოგეცემათ გამოვლინოთ თქვენი შარმი, დახვეწილი მანერები. კარგი დღეა სასიყვარულო თავგადასავლისა და დღესასწაულის მოსაწყობად.
ქალწული
შემოქმედებითი იდეების განხორციელებების, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესების დღეა. მეტად გამოავლინეთ პოზიტივი, დადებითი განწყობა გარშემო მყოფებისადმი.
სასწორი
არ დაიტვირთოთ თავი რუტნით. დღევანდელი დღეა სიყვარულის, თავისუფალი შემოქმედებითი გრაფიკის. შეიძლება ძველ შეყვარებულს დაუბრნდეთ, რათა მიხვდეთ, რომ მხოლოდ მის გვერდით გრძნობთ თავს ბედნიერად.
მორიელი
კარგი დღეა საყიდლებისთვის, შეიძლება ეგზოტიკური ნივთების შეძენაც მოგინდეთ. შეიძლება დაინტერესდეთ უცხოური კულტურით, წეს-წვეულებებით.
მშვილდოსანი
თავისუფალი და რომანტიკული ხართ. კარგი დღე ელით შოუბიზნესის წარმომადგენლებს. თუ ხვდებით, რომ რომანი დასასრულს უახლოვდება, პოზიტიურად დაასრულეთ.
თხის რქა
ნუ ჩაიციკლებით ნეგატივზე. ეცადეთ, ყველაფერში პოზიტივი დაინახოთ. მეტი დრი დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას, პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას.
მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემ მყოფებთან. ეცადეთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. საიდუმლოებები და იდეები მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გაუმხილეთ.
თევზები
სიყვარულის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღე დაგდგათ. იყავით პოზიტიური, ტკბილ ენაზე მოსაუბრე. საღამოს ახლობლებს უმასპინძლეთ.
კომენტარი