ვ.ჭ - „მეფედრონის“ კიდვე ერთი, სავარაუდო მსხვერპლი
„დრონი.ჯი“ „მკვლელი მარილის“ კიდევ ერთ, გაუხმაურებელ შემთხვევაზე და 31 წლის სავარაუდო მსხვერპლზე გიამბობთ. ლეტალური ფაქტი, რომელიც ამ მომენტამდე არ გახმაურებულა.
სავარაუდოდ, ახალი თაობის ნარკოტიკს - „მეფედრონს“, ვ.ჭ-ს სიცოცხლე ემსხვერპლა.
შაბათს, 28 აპრილს, გამთენიისას, როდესაც 21 წლის გოგო ყაზბეგის ქუჩაზე, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით სიკვდილს ებძოდა, 31 წლის ვ. ჭ. ნუცუბიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ზუსტად იგივე მიზეზით, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი, „მკვლელ მარილს“, იგივე „მეფედრონს“ თბილისში მხოლოდ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - 22 წლის ბიჭის, რომელიც 27 აპრილს ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა და 21 წლის გოგონასი, რომელმაც კლუბში აღნიშნული ფსიქოსტიმულატორი მიიღო, სახლში, ყაზბეგის ქუჩაზე მივიდა, დაიძინა და სამწუხაროდ, მისი სიცოცხლეც დასრულდა...
თუმცა, შსს-ს ამ დრომდე არაფერი უთქვამს 28 აპრილს, დიდი ალბათობით, „მეფედრონის“ მიღების გამო გარდაცვლილი 31 წლის ვ. ჭ. შესახებ.
შს სამინისტროში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის მორიგ ფაქტს არ გამორიცხავენ და აცხადებენ რომ "ზუსტი ინფორმაცია ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი".
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ხუთშაბათს მიაბარეს მიწას.
გარდაცვლილი კავკასუს ონლაინის აიპ დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია.
მას დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ რომ ჭკვიანი, კარგი და მეგობრული ადამიანი იყო.
კომენტარი