სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიქიზმი ინდოეთში

სიქიზმი ინდოეთის ერთ-ერთი ახალგაზრდა მონოთეისტური რელიგიური აღმსარებლობაა. დაარსებულია ჩვ.წ. XV საუკუნეში გურუ ნანაკის მიერ. გავრცელებულია, ძირითადად, პენჯაბის შტატში. ჰყავს ოც მილიონზე მეტი მიმდევარი.

სიქიზმი ქადაგებს ყველა რელიგიების (თავის დროზე იგულისხმებოდა ისლამი და ინდუიზმი) შემწყნარებლობას, ადამიანთა თანასწორუფლებიანობას, ქალთა ემანსიპაციას და ა.შ.

სიქიზმის წმინდა წიგნს ჰქვია „გურუ გრანთი“. სიქებს, ბიბლიური რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) მსგავსად, ერთი უსახო და უსახელო ღმერთის სწამთ, რომელსაც ისინი სანსკრიტიდან ნასესხები სიტყვით მოიხსენებენ - პარამატმანი („ზესული“) და სიქიზმის დამაარსებლის - ნანაკის გარდა, კიდევ ცხრა გურუს სცემენ თაყვანს. ამ რელიგიამ ინდუიზმიდან ისესხა სულის უკვდავების, კარმის, დჰარმის და სხვ. იდეა.

სიქი მამაკაცები წვერს და თმას არასდროს იპარსავენ, ამიტომ ყოველთვის დიდ პაგრის (ჩალმას) ატარებენ , რაშიც თავიანთ დაწნულ წვერ-ულვაშს და მუხლებამდე გრძელ თმას მალავენ. ასევე მათი განუყრელი ატრიბუტია ფოლადის სამაჯური, სავარცხელი და პატარა ხანჯალი. სიქებისთვის დამახასიათებელია გვარი „სინჰი“, რაც სანსკრიტზე „ლომს“ ნიშნავს და სიქების სიმამაცეს უსვამს ხაზს.

ინდოელი ხალხის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეპოქიდან მოყოლებული, სიქები, რომლებიც თავიანთ სარწმუნოებას ეროვნებასთან აიგივებენ, პენჯაბის ინდოეთისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. სიქი სეპარატისტების ხელით, 1984 წელს, მოკლული იქნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100