სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძვირფასო პრეზიდენტო, გთხოვთ..." - 6 წლის ბიჭუნას ემოციური წერილი ბარაკ ობამას

6 წლის ბიჭუნამ ბარაკ ობამას მისწერა წერილი, რომლის წაკითხვაც ემოციებისა და ცრემლების გარეშე ძალიან რთულია. გთავაზობთ პატარა ალექსის წერილს, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა.

„ძვირფასო პრეზიდენტო ობამა, გახსოვთ ბიჭუნა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ სირიაში ამოიყვანა? შეგიძლიათ წამოიყვანოთ ის და მოიყვანოთ ჩვენს სახლში. ჩვენ დაგხვდებით თქვენ ბუშტებითა და ყვავილებით. ჩვენ მივცემთ მას ოჯახს და ის იქნება ჩვენი ძმა.

ჩემი უმცროსი და კეროლაინი მოაგროვებს მისთვის პეპლებს.

სკოლაში მე მყავს მეგობარი სირიიდან, სახელად ომარი და მე გავაცნობ მას ომარს და ჩვენ ყველა ერთად ვითამაშებთ.

ჩვენ შეგვიძლია დავპატიჟოთ ის დაბადების დღის წვეულებებზე და ის გვასწავლის ჩვენ სხვა ენას, ჩვენ კი ვასწავლით მას ინგლისურს. ზუსტად ისე როგორც ვასწავლით ჩემს მეგობარ ოტოს იაპონიიდან.

გთხოვთ უთხარით მას, რომ მისი ძმა იქნება ალექსი, რომელიც ძალიან კეთილი ბიჭია, ისევე როგორც ის.

თუ ის არ მოიტანს სათამაშოებს ან თუ არ აქვს სათამაშოები, კეტრინი ათხოვებს თავის დიდ ცისფერ ბანის და მე ვათხოვებ ჩემს ველოსიპედს და ვასწავლი როგორ უნდა ატაროს ის.

მე ვასწავლი მას მიმატებას და გამოკლებას მათემატიკაში.

მადლობა დიდი. მოუთმენლად გელით.“ - წერს 6 წლის ნიუ-იორკელი ბიჭუნა ალექსი.

ცნობისთვის აღნიშნულ წერილში საუბარია ბიჭუნაზე, რომელიც სირიაში ერთ-ერთი აფეთქების შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს და სასწაულებრივად გადაარჩინეს სიკვდილს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100