პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოებმა 27 მსჯავრდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოებმა 27 მსჯავრდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი იმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.
ცნობისთვის, 5 წევრიანი საბჭოები სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.
კომენტარი