სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ახალ“ სოკოს მულტფილმის გმირის სახელი უწოდეს

მეცნიერმა დენის დეჟარდენმა, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტიდან, კუნძულ ბორნეოზე სოკოების ახალი ჯიში აღმოაჩინა და მას, ერთ-ერთი ცნობილი მულტიპიკაციური სერიალის მთავარი გმირის პატივსაცემად, Spongiforma squarepantsii უწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა.

სოკოები მეცნიერმა მალაიზიის ტროპიკულ ტყეში, ჯერ კიდევ 2010 წელს იპოვა, მაგრამ კვლევის შედეგები მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა. მკვლევარის აზრით, ეს ახალი სოკო, მართლაც ძალიან ჰგავს სერიალის ფორთოხლისფერ გმირს.

აღმოჩენილი სოკოს სუნი, როგორც ირკვევა, ძალიან ჰგავს ხილის სურნელს. მისი მიკროსკოპული კვლევა კი მეცნიერს, სოკოების ამ ჯიშის შესახებ, უამრავი საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100