სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე არამზადა ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი იმპულსური არამზადაა და ამით ყველაფერი ნათქვამია. ის ან მაშინვე იხდის ბოდიშს ხმაურითა და მთელი თეატრალური ეფექტებით (რათა ხვალვე იგივე ჩაიდინოს), ან საერთოდ არ იხდის, რადგან სიამაყე არ აძლევს ნებას. თავს კი იმართლებს სიტყვებით: „რაღაც მეტაკა", „ავიჭერი" და მსგავსი რეპლიკები.

კურო ანგარიშიანი არამზადაა. ის ვერძის ანტიპოდია. მისთვის ზედმეტია შეკითხვა: „ხვდები რას აკეთებ?!" - მშვენივრად ხვდება! უფრო მეტიც - წინასწარ გათვალა სად დაერტყა, რომ უფრო მტკივნეული ყოფილიყო. თავს კი ასე იმართლებს: „შენ ეს დაიმსახურე!"

ტყუპები არასერიოზული არამზადაა. უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ ვერ ხვდება რომ არამზადასავით იქცევა (საკუთარ ქმედებებს ანალიზს არ უკეთებს), ჩადენილ სისაძაგლეს კი 5 წუთში ივიწყებს. თავის გამართლებისას შემდეგ სიტყვებს მიმართავს: „შენ რა, გეწყინა?! რატომ?!"

კირჩხიბი მთელი თავისი არსებით არამზადაა და თან თავი ისე მოაქვს, რომ თითქოს ეს თქვენა ხართ არამზადა, ის კი - მსხვერპლი. და ასე იქნება ყოველთვის, მაშინაც კი თუ თვითონ 10-ჯერ მეტს აშავებს. უფრო მეტიც, ის იზრუნებს იმაზე, რომ მთელმა სამყარომ გაიგოს რა უდიერად ექცევით მას - საწყალს. თავს იმართლებს სიტყვებით: „შენ გამომიწვიე.."

ლომი თვითკმაყოფილი არამზადაა. მისი გაგებით, თავად ყველაზე მაღლა დგას, სხვა კი მხოლოდ ნაგავია მის ფერხთით. ამ გადმოსახედიდან ვითარდება ყოველი მისი სისაძაგლე. თავს იმართლებს სიტყვებით: „მე ასე მინდა!"

ქალწული შურისმაძიებელი და ბოღმიანი არამზადაა. თუ როდესღაც სადღაც თქვენ მის გზაზე გადაიარეთ (ან სულაც რაიმე არასახარბიელო გამოთქვით მისი მისამართით) - სამაგიეროს მიიღებთ! მთელი ეს წლები ის უბრალოდ ელოდა ხელსაყრელ მომენტს. თავს ან გულუბრყვილო გამომეტყველებით იმართლებს: - „მე? ეს როგორ გაიფიქრე ჩემზე?!", ან ტრიუმფალური გამომეტყველებით: „აი, გახსოვს?!.."

სასწორი მშიშარა არამზადაა. საერთოდ ის პირველ ადგილზეა არამზადათა რეიტინგში - საზიზღარი, ამორალური არსება: აქ იცრუებს, მანდ ცილს დასწამებს, იქ - გასცემს და უღალატებს... და ამ ყველაფერს შიშის გამო აკეთებს. თავს კი არანაირად არ იმართლებს - ძირს გამოუთხრის და მიიმალება.

მორიელი პრინციპული არამზადაა. პრინციპების გამომწვევი კი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს - არა აქვს მნიშვნელობა. მისი მსოფლმხედველობის მიხედვით თქვენ დაარღვიეთ რაიმე სახის აკრძალვა და უნდა დაისაჯოთ. ის საკუთარ თავს სამართლიანობის აღსადგენ იარაღად თვლის. ამაყად აზიდავს ცხვირს და თავსაც არ იმართლებს.

მშვილდოსანი სკანდალური არამზადაა. ის არ ერიდება ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფებს, უდიდეს სიამოვნებას იღებს ჩხუბისგან როგორც ასეთი. მისი თავის მართლება კი უშინარსო სიტყვების რახარუხია ტონის აუწევლად.

თხის რქა შეზღუდული არამზადაა. მასში კუროს გულგრილობასა და ლომის ეგოიზმს თხის რქებისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი სისულელე და გაუმაძღრობა ემატება ზემოდან საკმაზად. ბოლოს კი თავს შემდეგი სიტყვებით იმართლებს: „ასე გამოვიდა..."

მერწყული ცინიკური არამზადაა. ის დამსახურებულ II ადგილს იფერებს არამზადათა შორის. სისაძაგლეს მხოლოდ იმის გამო ჩაიდენს, რომ გაიცინოს თქვენს ტანჯვაზე. მას თანდაყოლილი უგულობა სჭირს და არ დაეძებს სხვის ტკივილს. თავის მართლების მაგივრად კი გადაიხარხარებს.

თევზები უგულო არამზადაა... ვინმე საშველად რომ იხმობდეს, ფანჯარას მიხურავს და თბილად გაეხვევა საბანში. არ მოვა თქვენს სანახავად საავადმყოფოში, სადაც შეიძლება უკანასკნელ დღეებს ითვლიდეთ. და საერთოდ ყველაფერში ასეთ გულგრილობას იჩენს. როცა თავის მართლების დრო მოვა, „ყველამ საკუთარ თავს მიხედოს, ძმაო"! - ესაა მისი სიტყვები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100