სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საუდის პრინცმა პარიზის დისნეილენდში 15 მილიონი ევრო დახარჯა

საუდის პრინცმა ფახდ-ალ-საუდმა პარიზის დისნეილენდში 15 მილიონი ევრო დახარჯა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მფლანგველი უფლისწული გასართობ ცენტრს 2013 წლის მაისში სტუმრობდა თუმცა მისი ხელგაშლილობა მედიისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.

არაბი პრინცი დიპლომის აღებას აღნიშნავდა და ფრანგულ დისნეილენდში 22-24 მაისს 6 ზონა დაიქირავა, მის ზეიმზე 70-მდე სტუმარი იყო მიწვეული. სპეციალურად მათთვის ატრაქციონების გარდა გართობის მიზნით მოეწყო კოსტუმირებული შოუ, სპექტაკლები და ფოტოსესიები. სტუმრებმა კარგად იმხიარულეს, თუმცა ეს მხიარულება 15 მილიონი ევრო დაჯდა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ ფახდ-ალ-საუდის მამამ, საუდის არაბეთის მეფემ აბდალა-ბენ-აბდელ-აზიზ-ალ-საუდმა გასულ წელს მთელი მსოფლიოსთვის მაგალითის მიცემის მიზნით სირიის დასახმარებლად 5 მილიონი დოლარი გაიღო, რაც მსოფლიომ საკმაოდ კეთილშობილურ ნაბიჯად შეუფასა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100