„ნატახტარი“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს
დღეს, 27 ივნისს, 17:00 საათზე კომპანია „ნატახტარი“ გალავნის, წილკანისა და თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლების 30-მდე აღსაზრდელს უმასპინძლებს. ზაფხულის კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე კომპანიისგან - ისინი ამ დღეს მოხატავენ ქარხნის ადმინისტრაციულ შენობას და გაეცნობიან ლიმონათის წარმოების პროცესს. დასასრულს, მოხდება ლიმონათის ყველა არომატის დეგუსტაცია.
აქტივობა ფონდი „ნატახტარის“ საქველმოქმედო პროექტის – “იზრუნე მომავალზე” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს. ამიტომაც სიტყვა „ნატახტარი“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებში უკვე დიდი ხანია, რაც დადებით ემოციას იწვევს. ეს გასაკვირიც არ არის!
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება დაიწყო. 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვის შესაბამისად 0,5ლ, 1ლ და 2ლ). საბოლოოდ კი, შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებული მოზარდების მომავალს მოხმარდა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.
გასვლა „ნატახტარში“ სასტუმრო „რედისონის“, მიმდებარე ტერიტორიიდან, 16:00 საათზე
საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი 577 24 40 85
კომენტარი