ანრი ჯოხაძის მკაცრი მიმართვა ინტერნეტ გამოცემებს
მომღერალი ანრი ჯოხაძე ქართულ ინტერნეტ გამოცემებით ძალიან უკმაყოფილოა. საკუთარი პრეტენზიების შესახებ მომღერალმა droni.ge-სათან ისაუბრა.
„არაფერს არ შევაფასებ, იმიტომ, რომ რა აზრიც არ უნდა გამოვხატო, მერე ჩვენი ცნობილი ადამიანების კომენტარები იდება ინტერნეტსივრცეში, შემდეგ ამაზე ვიღაც გაბოროტებულ ადამიანებს აქვთ საშინელი რეაქცია, კრიტიკა მისაღებია, მაგრამ მერე ამაზე მიდის გინებები აბსოლუტურად გაურკვეველი ხალხისგან. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ამ პორტალებს ვინც ამას აქვეყნებთ, საერთოდ არ გაქვთ რეაქცია, რომ ბოლოსდაბოლოს ადამიანს, რომ დედისტრაკს დაახურავენ ის კომენტარი მაინც წაშალოთ.
ჩემი აზრი თუ გინდათ, როცა ვიღაცა ანანისტი გვლანძღავს კომენტარებში აბსოლუტურად არაფრის გულისთვის, დედისგინება მაინც უნდა წაშალოთ. კონკრეტულად თქვენზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად მაქვს აი ესეთი დამოკიდებულება ინტერნეტ გამოცემებთან დაკავშირებით.
და რაც ახლა ვთქვი, ვთქვი აბსოლიტურად სრული პასუხისმგებლობით ყველა ცნობილი ადამიანის სახელით. შეგიძლია მიაწერო, რომ ჯოხაძე ასე განაგლდათქო.“ -განაცხადა ანრიმ droni.ge-სთან საუბრისას.
მომღერალ ანრი ჯოხაძეს droni.ge დღეს ლგბტ აღლუმისა და რუსთაველზე მომხდარი ძალადობის ფაქტების შეფასების თხოვნით დაუკავშირდა და სასურველი კომენტარის ნაცვლად ეს განცხადება მიიღო.
კომენტარი