„მაყურებლები“ დაბრუნდნენ და „ობშიაკებსაც“ კრებენ
11 აპრილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ქუთაისის მთავარმა ექიმმა, მამუკა მდივანმა სუბარის უწყება დატოვა. მდივანი "კვირის ქრონიკას" სკანდალურ ინტერვიუს აძლევს.
მამუკა მდივანი გეგუთის კოლონიას "ნინიას ბაღს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქუთაისის ციხეში სრული უკონტროლობაა. მისი თქმით სისტემაში ე.წ. "მაყურებლები" ბრუნდებიან და შეინიშნება "ობშიაკის" აკრეფის ფაქტებიც. მამუკა მდივანი აღნიშნავს, რომ მას პატიმარი სამართლებლითაც კი დაადგა თავზე.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე სუბართანაც კი ჰქონდა საუბარი, მაგრამ მინისტრისგან პასუხად მხოლოდ ანეკდოტი მიიღო:
"მე გიდასტურებთ მთელი პასუხიმგებლობით, რომ მაყურებლები ბრუნდებიან სისტემაში, რაც ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. სასჯელაღსრულების ახალმა შემადგენლობამ იპოვა იოლი გამოსავალი, ეს არის საშინელება. ქუთაისის ციხე, ისევე როგორც სხვა დაწესებულება ბარდება პატიმრებს და ბრუნდება "მაყურებელი". ყველანაიარი უფლება მისცეს და ხელ-ფეხი გაუხსნეს მისჯილებს, რომ მათი მდგომარეობა შეამსუბუქონ და წყნარად ჰყავდეთ ადგილებზე. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ შეინიშნება "საერთოს" აკრეფის ფაქტებიც... საკმაოდ , საკმაოდ სუსტი მინიტრი აღმოჩნდა. სასჯელაღსრულებაში ძალიან ცუდი ვითარებაა, არც გამოცდილება აქვს და არც იცის სისტემა" - აცხადებს მდივანი.
კომენტარი