სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინმა საპასუხო სანქციების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა - რას მოიცავს ეს

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სანქციებზე რუსეთის ახალი რეაგირების შესახებ - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფორმულირება ასეთია განკარგულება - "საპასუხო სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ გარკვეული უცხო სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით".

განკარგულების თანახმად, სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალურ ხელისუფლებას, ასევე რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებსა და პირებს ეკრძალებათ:

განახორციელოს ტრანზაქციები რუსეთის სანქციების ქვეშ მყოფი ფიზიკური პირებისა და კომპანიების სასარგებლოდ;
შეასრულოს ასეთ პირებთან საგარეო სავაჭრო ტრანზაქციებით ნაკისრი ვალდებულებები, თუ გარიგება ჯერ არ დასრულებულა;
განახორციელოს ფინანსური ოპერაციები, რომლის ბენეფიციარები არიან სანქციების დაქვემდებარებული პირები.
აკრძალულია პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტი, თუ მიწოდება განხორციელდება რუსეთის სანქციების ქვეშ მყოფი პირების სასარგებლოდ.
საპასუხო სანქციების ქვეშ მყოფი პირების სია მთავრობამ 10 დღის ვადაში უნდა დაადგინოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100