სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“12 წლის შვი­ლი სკო­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სახ­ლში დაბ­რუ­ნებულს უმძიმესი სურათი დახვდა” - ვაზიანში მომხდარი საშინელი მკვლელობის დეტალები

ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა დათო სა­გი­ნა­ძემ ცოლი, მა­რი­კა მე­საქ­რიშ­ვი­ლი და სი­დედ­რი, ლელა გუ­ბე­ლა­ძე სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნით მოკ­ლა, მერე კი სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. რა­ტომ მი­ვი­და საქ­მე ამ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ამ­დე, ეს ძა­ლოვ­ნებ­მა უნდა გა­არ­კვი­ონ. მე­ზობ­ლებს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ და ამ­ბო­ბენ, რომ ეს ოჯა­ხი იქ სა­ცხოვ­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე თვის წინ გად­მო­ვი­და, თუმ­ცა ამ თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ჩხუ­ბის ხმა არა­სო­დეს გა­უ­გი­ათ. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია გუ­შინ იმ დროს მოხ­და, როცა და­თოს და მა­რი­კას ერ­თა­დერ­თი 12 წლის შვი­ლი სკო­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ ბავ­შვს ბი­ნის კარი და­კე­ტი­ლი დახ­ვდა და ბი­ნა­ში შეს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო. რო­გორც ჩანს, ვერც ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­კავ­შირ­და ოჯა­ხის წევ­რებს და ამის შემ­დეგ დახ­მა­რე­ბის­თვის ბი­ძას მი­მარ­თა. ბიძა სას­წრა­ფოდ მი­ვი­და სახ­ლში, ბი­ნის კარი შე­ამ­ტვრი­ეს და იქ შე­სულს უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდა. ოჯა­ხის სამი წევ­რი ცო­ცხა­ლი აღარ იყო. ოთახ­ში ეგდო ლელა გუ­ბე­ლა­ძე, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ყე­ლის არე­ში აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კა მე­საქ­რიშ­ვი­ლის ცხე­და­რიც აი­ვან­თან ძირს დაგ­დე­ბუ­ლი იპო­ვეს, მა­საც და­ნით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ხოლო აბა­ზა­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და­ვით სა­გი­ნა­ძის ცხე­და­რი, რო­გორც ჩანს, ბო­ლოს თავი მო­იკ­ლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100