სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული შტაბის უფროსის კანდიდატურა შეათანხმეს

ერთ-ერთი ვერსიით, პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე ერთიანი კანდიდატურა პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძეა. ერთ-ერთი ვერსიით, პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი ამ თანამდებობაზე პოლკოვნიკ ვლადიმირ ჩაჩიბაიასა და პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის კანდიდატურას განიხილავდნენ, საბოლოოდ კი სწორედ ძნელაძის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ.

ირაკლი ძნელაძე ბოლო დროს უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ატაშედ მუშაობდა. მას სამხედრო სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ძნელაძეს განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, სადაც სახმელეთო ძალების კოლეჯი დაამთავრა. იყო J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ოპერაციების დაგეგმვის ფუნქცია ჰქონდა.

მოქმედი სამხედრო პირები და ექსპერტები ირაკლი ძნელაძეს დადებითად ახასიათებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100