სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს ვაჟკაცობაა" - პუტინის გუნდი "ქართული ოცნების" მთავრობას აქებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო და ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე ილაპარაკა.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ რუსეთს „არავითარი პრობლემა არ აქვს ქართველ ხალხთან“. გარდა ამისა, მან თქვა, რომ „უზარმაზარ პატივს სცემს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას“, რომელიც, მისი თქმით, იცავს ტრადიციულ ღირებულებებს.

„საქართველოს უნარი, გაუძლოს ზეწოლას დასავლეთისგან, რომელიც ღიად მოითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იწვევს“, - თქვა ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, "საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშაა".

ლავროვის თანახმად, "დასავლეთი ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებას".

ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს ვაჟკაცობა, განაცხადოს, რომ ისინი იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებით და საკუთარი ეკონომიკის ინტერესებით, პატივისცემას იწვევას“, - დასძინა ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100