სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში მთავრობის შენობაში მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება – სპეცრაზმი შტურმისთვის ემზადება

უკრაინაში მთავრობის შენობაში მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ომის (АТО) ვეტერანია. როგორც მამაკაცი აცხადებს, ის ცოცხალი დანებებას არ აპირებს. შეიარაღებული პირის კონკრეტული მოთხოვნები უცნობია.

ადგილზე უკვე იმყოფება სპეცრაზმი, რომელიც შტურმისთვის ემზადება, მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე არიან გამნაღმველებიც. შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.

პოლიციის განცხადებით, კიევში პოლიციის სპეცოპერაციის რეჟიმი მოქმედებს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი ნებაყოფლობით არ შეწყვეტს დანაშაულებრივ ქმედებას, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100