სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ აჰყვებით აკვიატებულ იდეებს და კარგად გათვალეთ რას შეიძლება მიაღწიოთ მისი რეალიზებით. სასურველია დაფიქრებულად იმოქმედოთ, რათა იმედი არ გაგიცრუვდეთ ან არ აღმოჩნდეთ მსხვერპლის როლში.

კურო

დღეს ფორტუნა თქვენს მხარესაა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს იდეებს, ისინი შეიძლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს. საჭირო იქნება დროებით ძველი საქმეები გადადოთ და მთელი ძალისხმევა სიახლეებისკენ მიმართოთ.

ტყუპები

გადაღლამ და დატვირთულმა დღის რეჟიმმა შესაძლოა თავისი ქნას და დროებით ყოველგვარი საქმის კეთების სურვილი დაკარგოთ. ახლა საუკეთესო იქნება კარგად დაისვენოთ და ახალი აქტიური, გამოცოცხლებული ენერგიით დაუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს.

კირჩხიბი

საქმიან პარტნიორებთან გაუგებრობების ალბათობა მატულობს, საჭიროა მაქსიმალურად მკაფიოდ და დეტალურად აუხსნათ თქვენი განზრახვისა და მიზნების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ მომავალში მსგავსი გაუგებრობები და ურთიერთობებიც გაიუმჯობესოთ.

ლომი

ელოდეთ საინტერესო სტუმრიანობას, თუმცა შესაძლოა მოულოდნელმა ვიზიტმა თავგზა აგირიოთ. გონივრულად გადადგით თითოეული ნაბიჯი, მთავარია მძაფრმა ემოციებმა შეცდომა არ დაგაშვებინოთ.

ქალწული

იყავით ის, ვინც ხართ და ნუ შეგაშფოთებთ სხვათა შეფასებები, ნუ შეეცდებით ვინმეს მიბაძვას, თქვენი ხიბლი სწორედ თქვენს ინდივიდუალიზმშია. უფრო მეტად ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებსა და შინაგან ხმას.

სასწორი

ზოგიერთი საქმე ჯობია თვითგანვითარებაზე მიუშვათ, გვერდიდან მიადევნეთ მათ თვალი, შესაძლოა ამ პროცესით რაიმე საინტერესოც აღმოაჩინოთ, რაც მეტად წაადგება თქვენს პროფესიონალიზმსაც.

მორიელი

უარს ნუ იტყვით დღევანდელ შემოთავაზებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უპერსპექტივო და ძალიან შრომატევადიც შეიძლება მოგეჩვენოთ. მალე სრულიად საწინააღმდეგოში დარწმუნდებით.

მშვილდოსანი

ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან, მიჰყევით თქვენს გეგმებს მიუხედავად ახალი შემოთავაზებებისა, ნუ უღალატებთ თქვენს მიზნებს და ნუ აჰყვებით ცდუნებას.

თხის რქა

ნუ დაზოგავთ დროსა და ენერგიას და ზედმიწევნით, ნაბიჯ-ნაბიჯ განიხილეთ ყოველი საქმიანი დეტალი, თუ საჭიროება მოითხოვს ჯობია დროულად მიმართოთ იურისტს ხელშეკრულებების საკითხებში გასარკვევად.

მერწყული

სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციის გამწვავება, ნუ შეეცდებით ვინმეს დადანაშაულებას, შეეცადეთ გაერიდოთ დაპირისპირებას. ახლა მცირე ნეგატივიც დიდად აისახება თქვენი შრომის პროდუქტიულობაზე.

თევზები

შესაძლოა საქმიანმა პარტნიორმა საერთო საქმეში არასწორი სტრატეგია გამოიყენოს. ნებისმიერ სფეროში შეეცადეთ ირგვლივმყოფებს თქვენი შეხედულებები გაუზიაროთ, ეს ყველასთვის სასიკეთო იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100