ქრთამის აღების ფაქტზე ბაზალეთის რწმუნებული დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ბაზალეთის თემში გია ილურიძე.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ილურიძე ერთ–ერთ მოქალაქეს დაჰპირდა, რომ კომერციული საქმიანობისათვის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით სარგებლობაში მიწის ნაკვეთს გამოუყოფდა, ამავე დროს, იგი ისარგებლებდა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით და მოქალაქეს მფარველობას გაუწევდა საგადასახადო სამსახურებთან და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობის მოგვარებაში. ბაზალეთის რწმუნებულმა აღქმული დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით 1000 აშშ დოლარი აიღო.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
კომენტარი