სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 688 ადამიანს დაუდასტურდა, 788 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 688 ადამიანს დაუდასტურდა, 788 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 15 792 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 9 579 ანტიგენის ტესტით და 6 213 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 259 897 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 251 077, გარდაიცვალა 3 221 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 487, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 384. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 292 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100