28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დილიდან ჩამოწერე შესასრულებელი საქმეების სია. იყავით თანმიმდევრული და დაკვირვებული. კარგი დღე ელით სამშენებლო, სავაჭრო, ლოჯისტიკის სფეროს წარმომადგენლებს.
კურო
მოიმატებს თქვენი შრომისუნარიანობა. კარგი დღეა ბიზნესის გასავითარებლად, ადმინისტრაციული საქმეების შესასრულებლად. ლიდერები და ხელმძღვანელები წარმატებას მიაღწევენ.
ტყუპი
დღეს მეტი დრო უნდა დაუთმოთ საქმეებსა და ვალდებულებებს და ნაკლები - გართობასა და ფლირტს. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ კრედიტებთან, მემკვიდრეობასთან და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებს.
კირჩხიბი
მოერიდეთ ზედმეტი ინიციატივის გამოვლენას. ბოროტად ნუ ისარგებლებთ თქვენი თანამდებობით/მდგომარეობით. ნუ ეცდებით საოჯახო სათავეების მართვას. გახსოვდეთ, რომ ოჯახი გუნდური თამაშია.
ლომი
მეტად უნდა გამოავლინოთ შრომისუნარიანობა, საქმისადმი ინტერესი, მიზანმიმართულობა. დილა ფიზიკური აქტიურობით დაიწყეთ. დღეს გარშემო მყოფებისთვის ნამდვილი ლიდერი, მათთვის მიმართულების მიმცემი უნდა გახდეთ.
ქალწული
წარმატებას მიაღწევთ სპორტში, კარიერაში, ბიზნესში. ეს ეხებათ იმ ნიშნებს, ვინც წარსულში არ იზარმაცა. იყავით მოკრძალებული სურვილებში და მეტად მონდომებული მუშაობისას.
სასწორი
მოაწესრიგეთ დოკუმენტები, პირადი ნივთები. კარგი დღეა ვალების/გადასახადების გადასახდელად. დამატებით ვალდებულებებს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
მორიელი
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები და გარშემო მყოფებს უხელმძღვანელოთ. ნუ გააბამთ რომანს ბიზნესპარტნიორებთან. ზუსტად გადაანაწილეთ ვალდებულებები როგორც სახლში, ასევე - სამსახურშიც.
მშვილდოსანი
ეკონომიას საკუთარ თავზე, სურვილებზე ნუ გააკეთებთ. ყურადღება მიაქციეთ მუშაობისას დეტალებს. იყავით კანონმორჩილი და აკურატული.
თხის რქა
ნუ მოერიდებით ფიზიკურ აქტიურობას. კარგი დღე ელით ბიზნესმენსა და ფინანსისტებს. აგრეთვე სპორტსმენ და შემოქმედებით ნიშნებს.
მერწყული
სანამ ძველ პროექტებს არ დაასრულებთ, ახლებს ნუ წამოიწყებთ. მუშაობისას მეტი დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. იყავით მეტად პრაქტიკული და სერიოზული.
თევზები
რომანტიკული თავგადასავლები გვერდზე გადადეთ და მეტი დრო დაუთმეთ მუშაობას, ფიზიკურ შრომას. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და დაკვირვებულად იმოქმედეთ.
კომენტარი