უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. „ქართული ლეგიონის“ წევრი, ზვიად გიგანი ქართველი სამხედრო საბრძოლო დანაყოფების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა. ის უკრაინაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. უკრაინაში საქართველოს საკონსულო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია და საჭირო პროცედურები განხორციელდება. გარდაცვლილი მებრძოლი 43-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ემსხვერპლა. ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი - ვახტანგ ბარაბაძე. ის 4 აპრილს ბახმუტთან ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა.
კომენტარი