სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს მასშტაბით 21 საათიდან 06:00 საათამდე საკომენდანტო საათი ცხადდება

საქართველოში გათვალისწინებული იქნება ე.წ კომენდანტის საათი- 21:00 დან 06:00 საათამდე მხოლოდ აფთიაქებს ექნება ფუნქციონირების საშუალება- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით, 21 საათიდან 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი" - განაცხადა გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100