"ევროვიზიის" გამარჯვებული აზერბაიჯანელთა დუეტი გახდა
აზერბაიჯანელთა დუეტი ნიქიარ ჯამალისა და ელდარა გასიმოვას შემადგენლობით, სიმღერით Running Scared "ევროვიზია 2011"-ის გამარჯვებული გახდა. კონკურსის ფინალი წელს დიუსელდორფში ჩატარდა. "ევროვიზიის" კონკურსის 56-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანელებმა მთავარი პრიზი, "ბროლის მიკროფონი" მოიპოვეს.
წყვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა: ჯამში 221 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარს 36 ქულით გაუსწრო. მაქსიმალური ქულები აზერბაიჯანელებს რუსეთმა, თურქეთმა და მალტამ დაუწერეს.
მეორე ადგილი იტალიელმა, ხოლო მესამე - შვედმა მომღერლებმა დაიკავეს. მეოთხე ადგილი უკრაინელ მომღერალს ხვდა წილად.
წინა წლის "ევროვიზიის" გამარჯვებული გერმანელი შემსრულებელი, ლენა მეიერ-ლანდრუტი იყო.
წლევანდელ "ევროვიზიაზე" საკმაოდ წარმატებული იყო ქართული ჯგუფის Eldrine-ის გამოსვლა, რომელმაც One More Day ("კიდევ ერთი დღე") შეასრულა. ბოლო ხმის მიცემამდე საქართველოს წარმომადგენლები მე-8 ადგილზე იმყოფებოდნონ და მხოლოდ ბოლო ტურში გადაუსწრო მათ ირლანდიურმა დუეტმა.
საბოლოოდ საქართველო ევროვიზიაზე მე-9 ადგილზე გავიდა.
ათეულში ვერ მოხვდა რუსი მომღერალი, ალექსანდრე ვორობიოვი. რუსეთს მაქსიმალური ქულა არცერთმა ქვეყანამ არ დაუწერა და, საბოლოოდ, ეს ქვეყანა მხოლოდ მე-16 ადგილს დასჯერდა.
პირველ ათეულში ადგილები შედეგნაირად განაწილდა:
1. აზერბაიჯანი
2. იტალია
3. შვედეთი
4. უკრაინა
5. დანია
6. ბოსნია-ჰერცოგოვინა
7. საბერძეთი
8. ირლანდია
9. საქართველო
10. გერმანია
კომენტარი