სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრიმინალი იზრდება, ბათუმი კი საშიში ქალაქი ხდება

ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 22 წლის კოკა კეკელია 43 წლის ირაკლი ს-მ ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. დაკავებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა კოკა კეკელიას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დანაშაულის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).

ამ ყველაფრის ფონზე ტურისტები გახშირებული კრიმინალის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ისინი წინა წლებისგან განსხვავებით თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

„ნებისმიერ რაღაცაზე შეიძლება შარი მოგდონ. ბათუმშიც მომრავლდნენ ძველი ბიჭები, დანებს ატრიალებენ და გაიძახიან ახლა ჩვენი დრო მოვიდაო“,- აცხადებს „პრესა.ჯი“-სთან ერთ-ერთი დამსვენებელი.

დამსვენებლების პროტესტს არ იზიარებენ შს სამინისტროში. მინისტრი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მან კრიმინალური შემთხვევები მინიმალურამდე დაიყვანა, თუმცა სტატისტიკა საპირისპიროს მეტყველებს.

რამდენიმე დღის წინ 16 წლის მარიამ კოჩალაძე ხალხით სავსე ბულვარში გამოასალმეს სიცოცხლეს. მისი საქმმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

ქობულეთში კი სამი ტურისტი მძიმედ დაჭრეს. რაც შეეხება წვრილი ხულიგნობის ფაქტებს, ადგილობრივთა განცხადებით, ყოველი დისკოტეკა ხელჩართული ჩხუბით და ხმაურიანი გარჩევებით სრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100