არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, მაღალი რისკია - ექიმი სოფო ბერიძე
"არ ჩამოხვიდეთ აჭარაში, ახლა არ არის დრო,რომ ზღვისპირეთში დასვენება გსურდეთ!"- ამ მოწოდებებით მიმართავენ ექიმები აჭარიდან მოსახლეობას. პროფესორი სოფიო ბერიძე აცხადებს, რომ ბათუმში კორონავირუსის გავრცელება პიკს აღწევს და პანდემიასთან გასამკლავებლად კლინიკებს უკვე საკმარისი რესურსი აღარ აქვთ.
"ადამიანი, რომელიც სიმპტომურია, პირბადის გარეშე, ან დისტანციის დარღვევით გადაადგილდება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, არის პოტენციური მკვლელი. ჩვენაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ წავა მომდევნო პერიოდი, თუ რამდენ ადამიანს დავკარგავთ.
არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, ახლა არ არის საუკეთსო დრო იმისთვის, რომ ბათუმში დაისვენოთ, მაღალი რისკია გადაადგილება, მობილობა", - ამბობს სოფო ბერიძე.
კომენტარი