სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბია ნავთობის მოპოვებას 10 დღეში აღადგენს

Reuters

ლიბიის გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება „მისლასა“ და „სარირის“ საბადოებზე დაახლოებით ათ დღეში აღდგება. ამის შესახებ საბჭოს ნავთობის მინისტრმა ალი თარხუნიმ განაცხადა. გასულ კვირაში საბჭო აცხადებდა, რომ აპირებს ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 500-600 ათასი ბარელის მოცულობით განაახლოს.

ლიბიის ნავთობკომპანიაში კი, რომელსაც მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ ლიბიის პორტ ტორბუკში ნავთობის ტერმინალის მუშაობა სექტემბრის ბოლოს აღდგება.

ლიბიის ოპოზიციონრების თქმით, ქვეყნის ხუთივე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სამუშაოები ნედლეულის არქონისა და სამხედრო შეტაკებების დროს მიყენებული დაზიანებების გამოა შეჩერებული.კადაფის მოწინააღმდეგეებმა გასულ კვირაში ლიბიის აღმოსავლეთში ნავთობის პორტი რას-ელ-ანუფი დაიკავეს. სამთავრობო ჯარები კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტში გამაგრდნენ, რომელიც კადაფის მომხრეთა წინააღმდეგობის ერთ-ერთი უკანასკნელი კერაა. ლიბიის გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ ტრიპოლიში ერთი კვირის განმავლობაში გადავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100