სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზამთროს დიეტა - მინუს 7 ლიკოგრამი 5 დღეში

საზამთროს დადებითი თვისებები ყველასთვის ცნობილია. ისიც ყველამ იცის, რომ ეს ხილი ახდუნებს და სპეციალურ დიეტებს იცავენ წონაში მოსაკლებად. თუმცა საზამთროს დიეტა საკმაოდ რთული დასაცავია, რადგან ის მონო-დიეტის კატეგორიას მიეკუთვნება და ამ დროს მხოლოდ საზამთროს მიირთმევენ მთელი დიეტის განმავლობაში.

საზამთროს დიეტას თავისი მინუსებიც აქვს - საქმე იმაშია, რომ ასეთ დროს საზამთროს ზემოქმედებას წონის დაკარგვასთან ერთად სხვა მავნე თვისება გააჩნია - ორგანიზმიდან გამოდის სასარგებლო მინერალები, რაც შემდგომ ენერგიის ნაკლებობას, სისუსტეს, დაღლილობას იწვევს ადამიანში. ამიტომ ამ დიეტის დაცვა 5 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება. თუ მის დამთავრებამდე იგრძენით თავი ცუდად, აღარ გააგრძელოთ დიეტა.

რაც შეეხება საზამთროს დიეტის ყველაზე დადებით თვისებას - ის ყველაზე სწრაფად და ეფექტურად აკლებინებს წონაში. მაშ ასე, თუ გსურთ დაიცვათ დიეტა და დაიკლოთ წონაში, უნდა იცოდეთ შენდეგი წესი - თქვენი წონის ყოველ 10 კილოგრამზე 1 კილო საზამთრო უნდა ჭამოთ დღეში, ასე მაგალითად, თუ ხართ 60 კილო, 6 კილოგრამი საზამთრო უნდა მიირთვათ. გარდა საზამთროსი, შეგიძლიათ სასმელი წყლის მიღებაც. გამორიცხულია ყავისა და ჩაის სმა.

გაფრთხილება: თუ გაწუხებთ თირკმელები, მაშინ ეს დიეტა არ უნდა დაიცვათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100