თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ
სივრცეში, გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ფარგლებში,
საბავშვო მასტერკლასები გაიმართა.
მასტერკლასზე ბავშვებმა გამოფენის დათვალიერების
შემდეგ, თავად ააწყვეს არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობების სამგანზომილებიან
მაკეტები.
მასტერკლასებს ხელმძღვანელობდნენ VA[A]DS-ის
არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე,
რომლებმაც გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე იმუშავეს.
ლადო ალექსი-მესხიშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული
არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში,
მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. თიბისი კონცეპტში წარმოდგენილ გამოფენაზე
დამთვალიერებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ლადო ალექსი-მესხიშვილი ნამუშევრების
ფართო საარქივო კოლექციას და კიდევ ერთხელ გაიაზროს არქიტექტურაში სოციალური
რეალიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ჩანახატების, ნახაზების, ფოტოებს, საარქივო
მასალისა და მაკეტების პარალელურად, დამთვალიერებელი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის
ფილმს იხილავს. რომელიც, როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ლადო ალექსი-მესხიშვილს
კიდევ უფრო ახლოდან და განსხვავებული რაკურსით გვაცნობს.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული
არქივი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სულ
მალე გამოფენა „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ქუთაისში გადაინაცვლებს.
დამთვალიერებელს მისი ნახვა ი.გრიშაშვილის #26 მდებარე, თიბისის ფილიალის საგამოფენო
სივრცეში შეეძლება.
გამოფენის მხარდამჭერი, ისევე როგორც, ჩვენი უახლესი ისტორიის
კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების პოპულარიზაციის და ხელახლა
გააზრების ინიციატორი, თიბისია.
კომენტარი