სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 68-ე ადგილი დაიკავა

2010 წლის “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული ,,კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა.
დფსფსდგჯსდგდფფ
კორუფციის აღქმის ინდექსი შიდა პოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომია. საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3,8 ქულა მიიღო.
დფსფსდგჯსდგდფფ
აღსანიშნავია, რომ ქვეყნისთვის ეს საკმაოდ კარგი რეიტინგული ქულაა და საქართველომ ბევრ ევროპულ, სამხრეთ ამერიკულ და აზიურ ქვეყანას გაუსწრო დადებითი შედეგით.
დფსფსდგჯსდგდფფ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” იმედოვნებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა, რომელიც დეკემბერში ამოქმედდება, მრავალ პრობლემას გადაჭრის და სახელმწიფო კონტრაქტებს უფრო გამჭვირვალეს გახდის.
დფსფსდგჯსდგდფფ
ანგარიშის ავტორები დადებითად აფასებენ იმ ფაქტსაც, რომ რამდენიმე შემთხვევაში, კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიება მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მიმართაც განხორციელდა.
დფსფსდგჯსდგდფფ
კვლევის მიხედვით, სასამართლო სისტემაში რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, სახელმწიფო ხარჯების (პრეზიდენტის, თბილისის მერია და სარეზერვო ფონდების) გამჭირვალობის ნაკლებობა და სხვა – ეს იმ საკითხების ნუსხაა, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემურად რჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100