გიორგი კაპანაძე ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კაპანაძე ჭიათურელ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს:
სოლიდარობა და მხარდაჭერა ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც თვეებია უკვე, უმუშევრად დარჩნენ და ამაოდ ელოდებიან მაღაროების კვლავ ამუშავებას.
უმუშევრად დარჩენილი ათასობით მაღაროელი, ვეღარ უმკლავდება საბანკო კრედიტებს, ვალებს, ოჯახისათვის აუცილებელ ხარჯებსა თუ მედიკამენტებს…
გაუარესებული სოციალური ფონის გამო, მაღაროელები მძიმე დღეში არიან. თუმცა, ხელისუფლება მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
ნუ დავივიწყებთ რომ მაღაროელები, საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ იმისათვის რომ ქვეყნის ეკონომიკაში, თავიანთი მძიმე შრომით შეიტანონ წვლილი.
სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ". - წერს გიორგი კაპანაძე.
კომენტარი