ისრაელსა და პალესტინაზე საერთაშორისო კვარტეტი ვერ შეთანხმდა
შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, საერთაშორისო დიპლომატებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის განახლების თაობაზე. გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის საკითხზე შექმნილ საერთაშორისო ოთხეულის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ - გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი. მოლაპარაკებები კონკრეტული განცხადების გარეშე დასრულდა, თუმცა ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებით, სამშვიდობო პროცესის დეტალებზე სერიოზული აზრთასხვადასხვაობა არსებობს, რის დასაძლევადაც კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.
კომენტარი