სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია და აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო. რეგისტრაცია დროულად დაიწყო, ორგანიზებულად წარიმართა აბიტურიენტთა სექტორებში გადანაწილების პროცესიც. აღინიშნა ორი დაგვიანება.
აგრარული უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში 2600 აბიტურიენტი ზუსტად 9 საათზე შეუდგა წერას. დიმიტრი შაშკინი ერთი საათის განმავლობაში აკვირდებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მიმდინარეობას.
1 ივლისს, 08:00 საათზე, საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო 09:00 საათზე – პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყო.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 28948 აბიტურიენტია რეგისტრირებული, მათგან 27624 გახდება სტუდენტი, აქედან 25054 ბაკალავრიატის, 2570 – უმაღლესი პროფესიული პროგრამების.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100