სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანული სარაჯიშვილის სამსახიობო კარიერა – "მანანადან" "მარომდე"

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალზე იგი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დაჯილდოვდა. პრიზი – ოქროს არწივი, რომელიც მან 1993 წელს აიღო მაროს როლისთვის ფილმში "გარიგება", მის ოთახს ამაყად ამშვენებს. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ნანული სარაჯიშვილი ოჯახში მისულ ყველა სტუმარს ისევე თვალებ გაბრწყინებული, სიამაყის გრძნობით აღსავსე მიუთითებს მასზე, როგორც მე მანიშნა. მისი პირველი წარმატება კი ყველას კარგად გვახსოვს ფილმით "მანანა". მართალია, ქალბატონი ნანული ომახიანად აღნიშნავს, რომ მას საერთო არაფერი აქვს აქამდე ნათამაშებ პერსონაჟებთან, მაგრამ მისვლისთანავე ჩემს თვალწინ ისეთივე ცელქი პატარა გოგონა იდგა, რომელიც ფილმში მყავს ნანახი. მისი ცქერისას ღიმილს ვერ ვიკავებდი. მახსენდებოდა ღამის პერანგზე ქურთუკშემოცმული მანანა, "ტანკეტკებზე შემხტარი" ქოლგიანი მარო.
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– თუ არ ჩავთვლით თქვენს ორ ყველაზე პოპულარულ და ხალხისთვის საყვარელ როლს (მანანა, მარო), ხშირად გიწევთ ეპიზოდური და მეორეხარისხოვანი როლების შესრულება...
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– მიმაჩნია, რომ მსახიობმა ყველაფერი უნდა გაიაროს, მთავარი როლის გარდა მითამაშია მასობრივ სცენებშიც, ეპიზოდური და მეორეხარისხოვანი როლებიც მაქვს. არ მესმის ისეთი მსახიობების, რომლებიც ე.წ. `მასოვკებში~ მონაწილეობენ და თან იმალებიან, რომ არ გამოჩნდნენ. პირიქით, მე ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი. ეს გზა ყველა მსახიობმა უნდა გაიაროს და ამაში ცუდი არაფერია. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ეპიზოდური როლი შევასრულე შენგელაიას "ვერის უბნის მელოდიებში". რა მნიშვნელობა აქვს, როლი ეპიზოდური იქნება თუ მთავარი, შრომა ხომ მაქვს ჩადებული!
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– თქვენი პირველი როლი ფილმში "მანანა", პატარა ასაკში ითამაშეთ, არ გაგიძნელდათ ამ როლის შესრულება?
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– ძალიან სერიოზულად მოვეკიდე იმ მოვალეობას, რაც რეჟისორმა დამაკისრა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თავიდან შემეშინდა. ფილმში ხომ ქართული კინოს ვარსკვლავები: სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია, მედეა ჩახავა და იაშა ტრიპოლსკი თამაშობდნენ. ეს ხალხი მხოლოდ ტელევიზიით და სცენაზე მყავდა ნანახი, მაგრამ ბოლოს ძალიან დავუახლოვდი, მათგან ბევრი რამე ვისწავლე. მსახიობობა ბევრს ადვილი ჰგონია. მართალია, ამ ფილმმა პოპულარობა მომიტანა და თვითონაც წარმატებული ნამუშევარი იყო, მაგრამ გადაღებების შემდეგ მსახიობობა გადავიფიქრე. არადა, სურვილი მანამდე მქონდა, მივხვდი, რომ ძალიან რთული რამე ყოფილა. ნიჭის გარდა კოლოსალური შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. მაყურებელი უბრალოდ უყურებს, ან მოეწონება, ან არა, იმას კი არ კითხულობს, ამაში რამხელა ძალისხმევაა ჩადებული, რამდენი ღამე გაქვს გათენებული.
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
საბოლოოდ მსახიობობა ქალბატონმა სესილია თაყაიშვილმა გადამაწყვეტინა, არადა პედაგოგიურზე ვაპირებდი ჩაბარებას, ბავშვები ძალიან მიყვარს და დაწყებითი კლასის მასწავლებლობას ვფიქრობდი.
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– რომელიმე რეჟისორთან მუშაობა ხომ არ გაგძნელებიათ?
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– ძალიან მორჩილი და უკონფლიქტო მსახიობი ვარ, არა მაქვს ამბიციები.
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
ხანდახან ხდება, რომ რეჟისორს შევთავაზებ რაღაცას ჩემსას, როგორც ყველა მსახიობი. ჩემმა პედაგოგმა თეატრალურ ინსტიტუტში მითხრა ერთხელ: საერთოდ იცოდე, რომ ვიღაც რაღაცას გეტყვის, ეს მსახიობი იქნება თუ ვინმე სხვა, ასე გააკეთე, ასე სჯობია, მაგრამ შენ ყოველთვის რეჟისორს დაუჯერე, რადგან ყველაზე მეტად სწორედ რეჟისორს სურს, რომ ის სპექტაკლი იქნება თუ ფილმი, კარგი გამოვიდეს.
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– თქვენთვის რომელი როლი უფრო მისაღებია, კომიკური თუ ტრაგიკული?
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– ჩემი შემოქმედებითი გზა რატომღაც ისე წავიდა, რომ სულ კომედიური როლების თამაში მიწევს. ერთხელ ვითამაშე "ბერნარდა"-ში უფროსი დის როლი, არ იყო ეს კომიკური როლი, საკმაოდ სერიოზული გახლდათ და მიმაჩნია, რომ არცთუ ისე ცუდად გამომივიდა. მართალია, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს, მაგრამ... საერთოდ, სახასიათო მსახიობად ვითვლები.
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– მსახიობს, რომელსაც უწევს სცენაზე თამაში და იმავდროულად ფილმში მონაწილეობა, ხშირად თეატრში მუშაობას ამჯობინებენ. თქვენთვის შემოქმედებითად რამდენად განსხვავებულია ეს ორი სივრცე?
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– რასაკვირველია, თეატრიც მიყვარს. 40 წელი გავატარე რუსთაველის თეატრში, მაგრამ მე ძალიან მიყვარს კინო. შეიძლება იმიტომ, რომ კინოთი დაიწყო ჩემი კარიერა, სწორედ ფილმების საშუალებით გავხდი პოპულარული.
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– შესრულებული როლებიდან რომელი პერსონაჟია თქვენს პიროვნებასთან ახლოს?
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– არცერთი, დედაჩემს ეკითხებოდნენ: როგორ უძლებთ ამ ბავშვსო, არადა სრულიად განსხვავებული ვიყავი მანანასგან. ცელქი არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად, მშობლებს ჩემს გამო პრობლემა არ ჰქონიათ. ვიყავი წყნარი ბავშვი, რომელიც საერთოდ ხმას არ იღებდა.
დფ დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;სგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– როლი თუ ჩაგვარდნიათ?
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– ხშირად როლი შეიძლება ისეთი არ გამოგივიდეს, როგორიც გინდა, ყველა მსახიობს აქვს ჩავარდნები, არის პერიოდებიც, როცა სამუშაო ფაქტობრივად არ არის, მაგრამ ამ დროს მე დეპრესიაში არასდროს ჩავვარდნილვარ. დამწყებ და ახალგაზრდა მსახიობებს ვურჩევ, რომ ამის გამო გული არ გაიტეხონ, პირიქით, უფრო და უფრო მეტი შემართებით მოეკიდონ საქმეს. ასეთი პერიოდი ყველა მსახიობის ცხოვრებშია. მაგალითად გურჩენკოს, ამ უნიჭიერეს მსახიობს, თხუთმეტი წელი ჰქონდა შემოქმედებითი პაუზა.
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– ფილმში "გარიგება" შესანიშნავად შეასრულეთ კახელი ქალის როლი. მაინტერესებს, როგორ გახდა ნანული სარაჯიშვილი სოფლელი კახელი მარო?
– საერთოდ, წარმოშობით კახელი ვარ, სამწუხაროდ და ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად სიღნაღში მაშინ ვიყავი, როცა ლანა ღოღობერიძემ გადაიღო "აურზაური სალხინეთში". გავგიჟდი, ისე მომეწონა სიღნაღი, სწორედ აქედან ვართ სარაჯიშვილები. პაპაჩემის, ვანო სარაჯიშვილის ქუჩაც არის!
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
როცა მაროს როლზე დავიწყე მუშაობა, შევედი ბაზარშიც, ქუჩაში ვათვალიერებდი ხალხს, როგორ დადიოდნენ, ვიგებდი მათ კილოს, როგორ მოქმედებენ და აზროვნებენ. ამ ყველაფერმა მერე მიიღო ისეთი სახე, როგორი მაროც თქვენ გყავთ ნანახი ფილმში.
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– ვიცი, რომ ამ ფილმის მეორე სერიის გადაღებას აპირებენ.
დფსგჯკლგკლ;დფკგ;ლდფ;
– აპირებენ ნამდვილად, კარგა ხანია, რაც იგეგმება. ზაფხულში დასასვენებლად არ მიშვებდნენ, გადაღებას ვიწყებთო. ჩამოვედი, მაგრამ ჯერაც არ არის დაწყებული. კინოსამყარო, ხომ იცით როგორია, ხან ფინანსური პრობლემა შეიქმნება, ხანაც ტექნიკური. ალბათ ამ თვის ბოლოს დავიწყებთ და წესით, ნოემბრისთვის მზად უნდა იყოს, ახლა უფრო მეტად ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამ როლის შესრულებისთვის, რადგან პირველი სერია წარმატებული იყო და ხალხმა იმდენად აიტაცა კახელი მაროს საუბრის მანერა და ფრაზები, რომ დღემდე ახსოვთ. მანამდე კი სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ვიღებ მონაწილეობას, ცნობისმოყვარე, კეთილი მეზობლის, ვენერას როლს ვთამაშობ. ასე რომ, არ ვჩერდები...
სდაფსდფკ;სლდფლსდ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100