სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“მელორ ვაჩნაძის საქციელი და შემდეგ მისი გამოშვება სირცხვილი იყო”

8 თებერვალს მელორ ვაჩნაძისა და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება სირცხვილი და პირადად შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეურაცხყოფა იყო. ეს განცხადება შს მინისტრმა დღეს უმცირესობასთან დებატების დროს გააკეთა.

„მელორ ვაჩნაძის პატიმრობას ვითხოვდით. სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა ას ლარად გამოუშვა მელორ ვაჩნაძე, იყო პირადად ჩემი შეურაცხყოფა. თითოეული პოლიციელის მიმართ აღმართული ხელი უმკაცრესად იქნება დასჯილი. თითოეული სამართალდამცველის მიმართ აღმართული ხელი არის ჩემს მიმართ აღმართული ხელი. მე შეურაცხყოფილი ვიყავი, როდესაც თქვენ აცხადებდით, რომ მელორ ვაჩნაძე გამოუშვეს ას ლარად და ამას ჩემი მისამართით ამბობდით. ჩვენ ვითხოვდით მის 15–დღიან პატიმრობას" -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს უმცირესობის წევრებთან შეხვედრაზე.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ კითხვით მიმართა, შს მინისტრს, „თუ პატიმრობას ითხოვდით, რატომ არ მიიყვანა პოლიციამ მოწმეები, რატომ არ მიიტანა მტკიცებულებები და ბრალი რატომ წაუყენეს სიტყვიერი და არა ფიზიკური შეურაცხოფისთვის?".

„რომ მიგვეტანა ეს ყველაფერი სასამართლოში, მას არ გამოუშვებდნენ?! ძალიან სამწუხარო ფაქტები ხდება, იგივე ბექა ხოფერიასთან დაკავშირებით, როდესაც გამოუშვეს და არ დააპატიმრეს. ჩვენ მასზეც პატიმრობას ვითხოვდით, თუმცა ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ ვერევით"-განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100