სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანდრეი შევჩენკომ კიევის დინამო დატოვა და შესაძლოა ჩელსის დაუბრუნდეს

ანდრეი შევჩენკო სრულებით თავისუფალია, მის კონტრაქტს კიევის დინამოსთან ვადა გაუვიდა.

ამ დროისათვის უცნობია რა ალტერნატიული ვარიანტები აქვს ფეხბურთელს. მიუხედავად ამისა, იგი იუწყება, რომ სერიოზულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ევრო-2012-ის დასრულების შემდეგ მიიღებს.

გარკვეუყლი დროის უკან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომან აბრამოვიჩს შევჩენკოს ჩელსიში დაბრუნება სურდა, თუმცა რამდენად შეესაბამება ეს ამბავი რეალობას არავინ იცის.

განაგრძობს თუ არა საფეხბურთო კარიერას შევჩენკო ევრო-2012-ის შემდეგ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100